ბექა რუსიას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გასაჯაროვდა. საუბარია ექსპერტიზის ოფიციალურ დასკვნაზე, სადაც ნათქვამია, რომ მკვლელობაში ბრალდებულ ჯარისკაცს არც სხეულზე და არც ტანისამოსზე დენთის კვალი არ აღენიშნებომდა.
მუჟავას საგუშაგოზე დაღუპული ბექა რუსიას ოჯახის ნათესავები დღეს ბრალდებული ჯარისკაცის დავით ჯალაღანიას ნათესავებისგან სიმართლის აღიარებას მოითხოვდნენ. რუსიების ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და მას აიძულებენ თავის თავზე აიღოს დანაშული. ამ ვერსიას ჯალაღანიების ოჯახის ნაწილიც იზიარებს.
ბექა რუსიას ოჯახის წევრები ჯარისკაცის მკვლელობის რეალური მიზეზის თქმას საქმეზე ერთადერთი ბრალდებულისგან ითხოვენ. ისინი დარწმუნებულები არიან რომ დავით ჯალაღანია მუჟავას საგუშაგოზე მომხდართან დაკავშირებით სიმართლეს მალავს.
ბექა რუსიას დედა და ბებია ბრალდებულ ჯალაღანიას ნათესავებს დღეს პირველად პროცესზე შეხვდნენ. ამ სხდომაზე პროკურორს სასამართლოსთვის დასკვნითი სიტყვით უნდა მიემართა, თუმცა სახელმწიფო ბრალდმდებელმა მოსამზადებლად დრო 26 თებერვლამდე ითხოვა.