06 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
კალიფორნიაში ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა - გარდაცვლილია 3 ადამიანი

3 ადამიანი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას კალიფორნიაში. შტატის სამხრეთ რეგიონში მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევის შედეგად 2 დაშავებული ადგილობროვ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ვერტმფრენი ახლომდებარე აეროპორტის ტერიტორიიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. მის ბორტზე სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა.

სამართადამცველებისთვის ამ დრომდე უცნობია ავარიის მიზეზები. 

დღის ამბები