06 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლები ბარსელონაში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საპროტესტო გამოსვლები ბარსელონაში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კატალონიის პარლამენტში ავტონომიის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო. თანამდებობაზე მხოლოდ კარლეს პუჩდემონის კანდიდატურა იყო წარდგენილი, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სპიკერი იძულებული გახდა, კენჭისყრა გადაედო.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კარლეს პუჩდემონი, რომელიც ბელგიას აფარებს თავს, კენჭისყრას პირადად უნდა ესწრებოდეს და ამისთვის უზენაესი სასამართლოს ნებართვა ჰქონდეს.

პუჩდემონის მომხრეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მას პატიმრობა ემუქრება და ითხოვენ, რომ პოლიტიკოსს რეგიონის დისტანციურად მართვის საშუალება მისცენ.

მომიტინგეები პარლამენტის სპიკერს სხდომის განახლებისკენ და კენჭისყრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები