06 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
სირიის იდლიბის პროვინციაში თურქულ სამხედრო კოლონაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

სირიის იდლიბის პროვინციაში თურქულ სამხედრო კოლონაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დანაღმული ავტომანქანა თურქი სამხედროების სიახლოვეს აფეთქდა. შედეგად დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი, დაჭრილია ორი ჯარისკაცი.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება ქურთმა მებრძოლებმა განახორციელეს. თურქეთის სამხედრო ძალები იდლიბის პროვინციაში რუსეთთან და ირანთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან, რომლის მიხედვით, რეგიონში დეესკალაციის ზონები შეიქმნა.

ოფიციალური ანკარა თავდასხმას სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას უკავშირებს. სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, 11 დღიანი შეტევის ფარგლებში, თურქმა სამხედროებმა ათობით მებრძოლი მოკლეს და აფრინის რეგიონში ორი სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს.

დღის ამბები