06 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ე.წ. სუპერ მთვარე, მთვარის სრული დაბნელება და ე.წ. ლურჯი მთვარე - მეცნიერები დღეს უნიკალურ მოვლენაზე დასაკვირვებლად ემზადებიან

მეცნიერები მთელი მსოფლიოდან უნიკალურ მოვლენაზე დასაკვირვებლად ემზადებიან. დღეს სამი ასტრონომიული მოვლენა ერთმანეთს ემთხვევა. საუბარია ე.წ. სუპერ-მთვარეზე, მთვარის სრულ დაბნელებაზე და ე.წ. ლურჯი მთვარის მოვლენაზე.

იმის გამო, რომ სრული დაბნელების დროს დედამიწის თანამგზავრი დროებით წითელ ელფერს იძენს, ამ სამი მოვლენის დამთხვევას ნასამ „სუპერ ცისფერი სისხლიანი მთვარე“ უწოდა.

მასზე დაკვირვება რამდენიმე კონტინენტიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა, ყველაზე კარგად ის ჩრდილოეთ ამერიკიდან, ალიასკადან და ჰავაის კუნძულებიდან გამოჩნდება.

დღის ამბები