06 ოქტომბერი 2024,   10:38
ვრცლად
უკრაინამ საკუთარი წარმოების პირველი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

უკრაინამ საკუთარი წარმოების პირველი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. უახლესი იარაღი სახმელეთო და საზღვაო ძალებისთვის არის განკუთვნილი. სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, ნეპტუნის კლასის რაკეტას მიზნის განადგურება ჰაერში, მიწაზე და ზღვაში შეუძლია.

ალექსანდრე ტურჩინოს განცხადებით, სარაკეტო პროგრამის აღორძინება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უკრაინის არმიას შეიარაღებაში არცერთი ფრთოსანი რაკეტა არ დარჩა.

1994 წელს გაფორმებული დოკუმენტი, რომელსაც ლონდონმა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა მოაწერეს ხელი, უკრაინას ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების განადგურებას ავალდებულებდა, სანაცვლოდ კი, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტიას აძლევდა.

კიევში აცხადებენ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა ნეპტუნის კლასის რაკეტების სერიულ წარმოებას დაიწყებს. 

დღის ამბები