06 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
აშშ-ის შავი სიის გამოქვეყნებიდან 24 საათში რუსულმა ბიზნესმა მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა

”კრემლის მოხსენებას” პუტინთან დაახლოებული პირებისთვის უკვე მოჰყვა პირველი შედეგები. შავი სიის გამოქვეყნებიდან 24 საათში რუსულმა ბიზნესმა მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა.

მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს სიაში შესული 96 ოლიგარქის აქტივებზე ფასები დაეცა, ზარალმა კი მილიარდ 60 მილიონი დოლარი შეადგინა. რუსმა ანალიტიკოსებმა დასკვნები ”ფორბსის” ონლაინ რეიტინგის საფუძველზე გააკეთეს.

ონლაინ მთვლელის მონაცემებით, ყველაზე მეტად ”ლუკოილის” მფლობელი დაზარალდა, ვაგიტ ალექპეროვმა 24 საათში 226 მილიონი დაკარგა. პირველ სამეულში ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის მფლობელი ვლადიმერ ლისინია 205 მილიონიანი დანაკარგით და სულეიმან კარიმოვი, რომელმაც უკვე 102 მილიონი იზარალა.

დღის ამბები