06 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
რუსმა ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში იჩხუბეს

გავლენიანმა რუსმა ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში იჩხუბეს. ნიკოლაი სვანიძე და მაქსიმ შევჩენკო ერთმანეთს იოსებ სტალინის მონაპოვარის შესახებ განსხვავებული შეხედულებების გამო დაუპირისპირდნენ.

ნიკოლაი სვანიძემ განაცხადა, რომ სტალინმა ჰიტლერთან ომის დროს საბჭოთა კავშირი კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა და განმარტა, რომ 1941 წლისთვის გერმანელების ტყვეობაში სამი მილიონ 800 ათასი ადამიანი აღმოჩნდა.

ამ მოსაზრებას შევჩენკოს პროტესტი მოჰყვა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სწორედ სტალინის დამსახურებაა, რომ საბჭოთა კავშირმა გერმანიას არ დაუჩოქა და კოლეგას მოღალატე უწოდა.

ამ სიტყვების შემდეგ ნიკოლაი სვანიძემ მაქსიმ შევჩენკოს სილა გააწნა, რასაც უკვე ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ეთერის შემდეგ ჟურნალისტებმა ერთმანეთს საჯარო ბოდიში მოუხადეს. 

დღის ამბები