06 ოქტომბერი 2024,   10:38
ვრცლად
გერმანელმა ძალოვანებმა ტრეფიკინგსა და ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

გერმანელმა ძალოვანებმა ტრეფიკინგსა და ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. რეიდები ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ძალოვანებმა 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 160 მისამართზე ჩაატარეს ჩხრეკა.

დაკავებულების ვინაობას პოლიცია არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ ნაწილს გამოძიება ჩეხეთიდან და პოლონეთიდან არალეგალი მიგრანტების გადაყვანას ედავება. ძალოვანების ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფს არალეგალები გერმანიაში სატვირთო ავტომობილებით გადაჰყავდათ.

8 ადამიანი პოლიციამ ფინანსური მაქინაციებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მათ გადასახადების თავიდან არიდების სქემა შექმნეს და ამით გერმანიის ბიუჯეტი 86 მილიონი ევროთი დააზარალეს. 

დღის ამბები