20 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 2012 წლის შემდეგ მცირდება - CRRC-ის კვლევის შედეგები

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კვლავ ევროატლანტიკურ საგარეო კურსს ემხრობა, მაგრამ ეს რიცხვი სულ უფრო მცირდება. "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მონაცემებით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 2012 წლის შემდეგ განუხრელად მცირდება. 

ექსპერტები ამ ტენდენციას კონკრეტულ ფაქტორებს უკავშირებენ და ხელისუფლებას შესაბამისი სტრატეგიით მოქმედებას ურჩევენ.

CRRC-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 41% ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წევრობას მხარს ღიად უჭერს, ნაწილობრივ, გაწევრიანების მომხრეა 26%. ნატოს მსგავსად, გამოკითხულების უმეტესობას ევროკავშირში წევრობის სურვილიც აქვს. 45% ამბობს, რომ ქვეყნას ევროკავშირში გაწევრიანება სჭირდება და ამის აქტიური მხარდამჭერია.

დაბალია ევრაზიული კავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა. რუსეთის მიერ შექმნილი კავშირში შესვლის სურვილი მხოლოდ 19%-ს აქვს.

მოსახლეობა საქართველოს მთავარ მეგობარ ქვეყანად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს. ქვეყნის მთავარ მტრად კი გამოკითხულები რუსეთს ასახელებენ.

ექსპერტები მთავრობას მოუწოდებენ, რუსეთის ანტიდასავლურ პროპაგანდას სტრატეგიული გეგმით დაუპირისპირდეს. 

საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე მოსახლეობის დამოკიდებულება 4 თვის წინ, 2017 წლის შემოდგომაზე გამოიკვლიეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები