26 აპრილი 2024,   06:42
ვრცლად
გორის საკრებულოს სხდომაზე სხმაური თანამდებობის პირთა სარგოების ოდენობის განსაზღვრამ გამოიწვია

ხმაური გორის საკრებულოს სხდომაზე - აზრთა სხვადასხვაობა თანამდებობის პირთა სარგოების ოდენობის განსაზღვრამ გამოიწვია. დადგენილების პროექტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირებს ხელფასის გაეზარდათ, მერიის წარმომადგენლებს შეუმცირდათ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საკითხს მხარი არ დაუჭირეს და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

„ამ ადამიანებს უბრალოდ, მორალური ნამუსი არ გააჩნიათ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ამ ყველაფრის ფონზე, ენმ თავს უფლებას ვერ მივცემდით და ცერ დავჯდებოდით და „ქართული ოცნების“ ბედნიერი სახეებს ვერ ვუყურებდით, მაშინ, როდესაც თითოეულ ადამიანს გორის მუნიციპალიტეტში, მათ უმეტესობას სახლში პურის ფული არ აქვს, მათ უმეტესობას ელექტროენერგია აქვთ ჩაჭრილი,“ - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ვასილისა ჯაბახაძე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე აღნიშნავს, რომ იმ სარგოების დამტკიცება მოხდა, რაც გამოყოფილი იყო ბიუჯეტიდან.

დღის ამბები