26 იანვარი 2022,   04:10
ვრცლად
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ქონება 2017 წელს კიდევ უფრო გაიზარდა

საქართველოს მთავრობის წევრების მიერ შევსებული დეკლარაციების თანახმად, ქართული ოცნების მაღალჩინოსნების ქონება კიდევ უფრო გაიზარდა.

თბილისის მერმა 2017 წელს სამი ავტომობილი, ჯამში, 400 ათასი ლარად შეიძინა. კახა კალაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ წელს თბილისის მერმა ქალაქის ცენტრში, არქი თაურის კორპუსში, ორი ბინა და ორი ავტოფარეხი იყიდა, რაშიც 174 ათასი დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციით ირკვევა, რომ თბილისის მერს ერთი პენთჰაუსი, ხუთი ბინა, სამი კერძო სახლი და 7 მიწის ნაკვეთი აქვს.

თბილისის მერი კურიერს უყვება, რომ ეს ქონება ბიზნესიდან დააგროვა, უკრაინაში ორი კომპანიის მფლობელია, საიდანაც მოგების სახით მხოლოდ 2017 წელს 280 ათასი ევრო და 470 ათასი დოლარი მიიღო. დეკლარაციაში არაფერი წერია, რა შემოსავალი ჰქონდა და რა ბიზნესი აქვს კალაძეს საქართველოში.

2017 წელი სარფიანი იყო პრემიერმინისტრისთვისაც, მას ფული მამამ აჩუქა. გიორგი კვირიკაშვილის სახელფასო შემოსავალმა გასულ წელს 51 ათასი ლარი შეადგინა, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკიდან გამოტანილი სესხის დასაფარად კი, თითქმის, იგივე თანხა, 50 ათასი ლარი სჭირდებოდა.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ პრემიერი იტყუება და მამას თანხა არ უჩუქებია, დოკუმენტებში კი ჩუქების დეკლარირებით არალეგალური შემოსავლები გაათეთრა.

ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, შარშან გაარკვია, რომ კვირიკაშვილის შემოსავლებს სრულად ბიძინა ივანიშვილის ბანკში სესხის დასაფარად იხდიდა. მაშინ მასალები პროკურატურაში შეიტანა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, სარჩელი პროკურატურამ თაროზე შემოდო. სამაგიეროდ, წელს მთავრობის მეთაურმა დაადეკლარირა, რომ ყოფილი პრემიერს ვალს მამა უხდის.

უძრავი ქონებით დაასაჩუქრა ბიძამ თეა წულუკიანი. 76 ათას ლარად შეფასებული 6 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი იუსტიციის მინისტრს მამის ძმამ მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში აჩუქა.

პარლამენტარმა ნინო წილოსანმა 2017 წელს 100 ათასი ლარი მშობლებისგან საჩუქრად მიიღო. მიღებული სოლიდური თანხიდან წილოსანმა 70 ათასი ლარი შვილის სწავლის საფასური გადაიხადა.

გასაჯაროვებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2017 წელსაც ისევ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკის პოზიციას ინარჩუნებს დავით საგანელიძე. საპარტნიორო ფონდში მისმა წლიურმა შემოსავალმა 336 ათასი ლარი შეადგინა.

დღის ამბები