This is a modal window.
პანკისის ხეობა იცლება. სკოლებიდან მშობლებს მოსწავლეები გაჰყავთ და საქართველოს ტოვებენ. მიზეზი მძიმე სოციალური ფონი და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციაა, რომელსაც 19 წლის თემირნალ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პანკისის ხეობის სოფლები ასობით ოჯახმა უკვე დატოვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წასვლის სურვილი კიდევ ბევრს აქვს.
დუისის სკოლა 35-მა მოსწავლემ დატოვა. ომალოსა და დუმასტურში სწავლა 60-ზე მეტმა შეწყვიტა. ათეულობით მოსწავლე წავიდა ჯოყოლოსა და სოფელ ბირკიანის სკოლებიდანაც.
განახევრებულია ბავშვების რაოდენობა პანკისის ხეობის საბავშვო ბაღებშიც.