21 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
"ხალხის დაკვეთაა, რომ მოხდეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება პრინციპით - ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ,“ - ზაზა ბიბილაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც ოპოზიციას გაერთიანებას ურჩევს, გამოხმაურება მოჰყვა „ნაციონალურ მოძრაობაში.“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ეს განცხადება გადაცემა "განსხვავებულ აქცებტებში" გააკეთა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებს დამარცხების ერთადერთი გზა ოპოზიციის გაერთიანებაა. 

„მოსახლეობის 70%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას და ამის მიზეზი არის ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ივანიშვილის ინტერესია, რომ მოხდეს მაქსიმალური ფრაგმენტაცია პოლიტიკურ ველზე, რათა ოჯახურ, კორუმპირებულ კლანურ ინტერესებს საფრთხე არავინ არ შეუქმნას, ხოლო ხალხის დაკვეთაა, რომ მოხდეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება პრინციპით ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ცალკე პარტიულ კანდიდატს გამარჯვების შანსი ნაკლებად ექნება.

დღის ამბები