პარლამენტში დაგროვებითი პენსიის პროექტის განხილვა დაიწყო. ოპოზიციამ ფინანსთა სამინისტროს ამ ინიციატივას ახალი სავალდებულო გადასახადი უწოდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სავალდებულო საპენსიო გადასახადის დაწესებამდე ხელისუფლებამ აზრი მოსახლეობას უნდა ჰკითხოს.
„ევროპული საქართველოს“ წევრები კანონპროექტს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ, რადგან მათი განცხადებით, დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულო იქნება, ანუ მათ ხელფასი უკითხავად ჩამოეჭრებათ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ოპოზიცია აქცენტს აკეთებს, ინფლაციაა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ არავინ იცის 30-40 წლის შემდეგ დღეს დაგროვებულ თანხას რა მსყიდველუნარიანობა ექნება.
კანონპროექტში რისკებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ხედავენ. მათი თქმით, რეფორმა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
კრიტიკული კითხვების მიუხედავად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ რეფორმა წარმატებული იქნება.
მთავრობის მიერ წარდგენილ საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა.
დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მოსახლეობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.