20 აპრილი 2024,   12:01
ვრცლად
"მაქვს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რაც საქმეს მთლიანად ცვლის," - მარიამ კუბლაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრობს

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატს პროკურატურამ სპეცოპერაციის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა აცხადებს.

მიზეზად საგამოძიებო ორგანოში უფლებადამცველს განუმარტეს, რომ მათ მეირ ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზის დასკვნა არასრულყოფილი და მათთვის მიუღებელი იქნება, კუბლაშვილი ამბობს, რომ მის მიერ დაყენებული შუამდგომლობა ძალაში დარჩება.

"მე მაქვს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რაც საქმეს მთლიანად ცვლის. ეს იქნება ჩემთვის მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი ალიბი, რომ სპეცრაზმელის მოქმედება სპეცოპერაციის ღამეს იყო შეცდომა, რის გამოც დავაყენე შუამდგომლობა, რომ მოხდეს იმ ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლიდანაც თემირლანის მისამართით გასროლა მოხდა. მე მალევე მივიღე პასუხი, რომ ამ იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია და დასკვნა 19 თებერვალს, ანუ ხვალ გახდება ცნობილი.

"ბუნებრივია, გავეცნობი პროკურატურის მიერ უკვე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხს და თუ ეს არ იქნება ამომწურავი და სრულყოფილი ისევ მოვითხოვ ჩატარდეს ხელახალი ბალისტიკური ექსპერტიზა, სადაც ჩაერთვება ჩვენს მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალთუნაშვილი," - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

დღის ამბები