28 აპრილი 2024,   05:33
ვრცლად
თავისუფალ მედიაზე შეტევა არ ხდება, მედიაზე შეტევა 2004 წელს ხდებოდა - ნატო ჩხეიძე

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ ტელეკომპანია „იბერიაზე“ ზეწოლის შესახებ კომენტარი გააკეთა. დეპუტატის შეფასებით, დღეს თავისუფალ მედიაზე შეტევა არ ხდება, მედიაზე შეტევა 2004 წელს ხდებოდა.

ნატო ჩხეიძის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერია“ დამოუკიდებელი არხია და ყველა მიმდინარე პროცესს აშუქებს.

დეპუტატის განცხადებითვე, მმართველი გუნდი „იბერიას“ გარშემო განვითარებულ პროცესებს აკვირდება.  

"შანტაჟი საერთოდ დაუშვებელია ყველას მხრიდან. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ რასაც ვუყურებ ეს ტელეკომპანია "იბერიაც" და სხვა ტელეკომპანიებიც არიან დამოუკიდებლები და მე რასაც ვხედავ, არანაირი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზემოქმედებისთვის არ არიან გამოყენებული.

შეტევა იყო ის, რაც 2004 წელს ხდებოდა და თუნდაც "იბერიას" მიმართ რაც განხორციელდა. შეტევას ვერ დავარქმევ იმას, რაც შეიძლება ახლა ხდებოდეს. ნამდვილად, ეს შეტევა არ არის-ეს შემიძლია გითხრათ,“- ამბობს ჩხეიძე.

დღის ამბები