26 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
თბილისში 20 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში 20 წლის  გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე დაზიანება,ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მომხდარზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. უცნობია მკვლელობის მოტივიც. ცხედარი სამართალდამცველებმა თემქაზე იპოვეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულის ვინაობა ცნობილია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მომხდართან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს:

"დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"კურიერის“ ინფორმაციით, შს სამინსიტროს წარმომადგენლებისთვის ცნობილია ის ავტომობილი, რომლითაც სავარაუდო მკვლელმა შემთხვევის ადგილი დატოვა.

დღის ამბები