28 აპრილი 2024,   03:59
ვრცლად
რობაქიძის საქმე - კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ადვოკატი მოინახულებს

კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროს დღეს ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულებს.

უფლებადამცველის თქმით, ვიდრე ზურაბ ბაქრაძეს სასამართლო ან გამოძიება არ დაკითხავს, მისი განცხადება საქმეში ჩვენებად ვერ ჩაიწერება. ზურაბ ბაქრაძე გუშინ აეროპორტში დააკავეს.

ის ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელიც სატელევიზო ინტერვიუს დროს აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე საბრძოლო მასალა და იარაღი საპატრულო პოლიციის იმ დროინდელმა უფროსმა მიიტანა.

„გამოძიებაში არ დაკითხულა, სასამართლოზე არ დაკითხულა, ამიტომ მისი ჩვენება სანამ არ იქნება დაფიქსირებული სასამართლო ეტაპზე, მანამდე ჩვენ ვერ მივიჩნევთ მის განცხადებას. უბედური შემთხვევის შემსწრე არის, უშუალოდ მონაწილე არის დაკავების მომენტში, ჩხრეკის მომენტში, როდესაც ხდებოდა ახალგაზრდების დაკავება,“-განაცხადა ადვოკატმა ზაზა სანავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები