28 აპრილი 2024,   03:08
ვრცლად
ერგნეთში შეხვედრა ერთ საათიანი დაგვიანებით დაიწყო 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო.

ადგილზე მყოფ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს მურატ ჯიოევს ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ჯიოევი მედიას ლანჩისთვის გამოყოფილ კარავში დაემალა.

,,ველოდებით ჩვეულ სამუშაო შეხვედრას სულ ესაა. პასუხები შეხვედრის შემდეგ“- განაცხადა ჯიოევმა შეხვედრის დაწყების წინ.

ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, ქართველი ჟურნალისტების გამოჩენა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღიზიანებთ. ამ განცხადების შემდეგ შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურა.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი უნდა იყოს. 

დღეს უნდა დასახელდეს თარიღი, როდის გადმოსცემენ ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მის ოჯახს. 

ქართული მხარე ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი ორი ქართველის, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს. 

დღის ამბები