19 ივნისი 2024,   10:44
ვრცლად
სიკვდილით დასაჯეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხელში იარაღით იცავდა გლობალურ უსაფრთხოებას - მარგველაშვილი

„დღეს გიზიარებთ ჩვენი ხალხის მწუხარებას და ტკივილს. სიკვდილით დასაჯეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხელში იარაღით იცავდა გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას. მისი ცხედარი დღესაც დატყვევებულია, ისევე როგორც დატყვევებული ჰყავთ სამხრეთ ოსეთში დანარჩენი ჩვენი ორი მოქალაქეც“,- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ძირითადად, ევროპასთან უვიზო მიმოსვლასა და ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ისაუბრეს.

„ასოცირების შეთანხმებით, თავისუფალი ვაჭრობით და უვიზო მიმოსვლის რეჟიმით რა თქმა უნდა კარგ შედეგს მივაღწიეთ. ამ ფორმატით საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროპას და ევროპის ჩართულობაც საქართველოში მეტია. ევროპა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და გვაკავშირებს უამრავი ფორმატი, რომელიც ჩვენს ურთიერთობას და თანამშრომლობას უფრო განავითარებს და ფართო სახეს მისცემს. განვიხილეთ საქართველოს მთავრობის აქტიური ჩართულობა ნებისმიერ საკითხზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები აყენებენ. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველომ პასუხისმგებლიანი პოზიცია დაიკავა. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ერთობლივი მუშაობისთვის, რომ უფრო ეფექტური და გრძელვადიანი გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები