10 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ტრანსგენდერი ქალები - სირთულეები, რომლებსაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ყოველდღიურად აწყდებიან

ტრანსგენდერი ქალების ცხოვრება თბილისში - სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, როგორც თავად ამბობენ, თითქმის ყოველდღიურად, ქუჩებში საფრთხე ემუქრებათ. მათი თქმით, საზოგადოების მხრიდან არაჰუმანურ მოპყრობის მსხვერპლი  ხშირად გამხდარან. ყვებიან, რომ ქუჩაში ეგზოტიკური ცხოველებივით აღიქვამენ. ამის გამო, მათი უმრავლესობა დღისით სახლიდან არც კი გამოდის.

ტრანსგენდერი ქალები პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლას ითხოვენ, თუმცა ამაზე მათ სახელმწიფო უარს ეუბნება. საბუთის გამცემი ორგანო ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხობს, რომ მათ ჯერ არ წარმოუდგენიათ ცნობა, სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარების შესახებ. ოპერაცია კი ძალიან დიდ თანხებთან და რისკთან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, ტრანსგენდერებისთვის საქართველოში ვაკანსიები არ არსებობს. ისინი ყველაზე დაბალანაზღაურებად პოზიციებზეც არ აჰყავთ. ტრანსგენდერები, ძირითადად, თავს კომერციული სექსით ირჩენენ.

პოლიციასთან ტრანსგენდერებს საქმე ხშირად აქვთ და თითქმის ყოველთვის სამართალდამცავები უსამართლობის მხარეს დგანან. უმეტეს შემთხვევაში პატრული დაზარალებულებს დასცინის და შეურაცხყოფას აყენებენ.

სექსუალური უმცირესობა და მათი უფლებადამცველები ითხოვენ, რომ სწორედ გენდერული დისფორიის დიაგნოზი იყოს საკმარისი, პირადობის მოწმობაში სქესის განსასაზღვრად.

დღის ამბები