14 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
ექიმბაში, რომელსაც პაციენტი სამი თვე ფიცარზე ჰყავდა დაბმული-ახალბედაშილები ექიმბაშის დასჯას და 28 000 ლარის დაბრუნებას ითხოვენ

პაციენტის ოჯახი ლალი რატიანის კლინიკას უჩივის. საქმე 21 წლის ნოდარ ახალბედაშვილს ეხება, რომელსაც ბავშვობიდან ცერებრალური დამბლა აქვს და გადაადგილებისთვის ეტლი სჭირდება. პაციენტის მშობლების თქმით, ლალი რატიანის კლინიკაში მათ დაჰპირდნენ, რომ  ბიჭს სიარულს დააწყებინებდნენ. სოლიდური თანხაც გადაახდევინეს, თუმცა ნოდარის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. პაციენტის მშობლები მკურნალობის ვანდალურ მეთოდებზეც საუბრობენ.

“მოიტანეს ჯვრის ფორმის ფიცარი… აი ჯვრის ფორმით დაკრული ჰყავდათ და სამი თვე, 24 საათი დღეში ერთხელ წამალს უცვლიდნენ.  გადავიხადე დღეში 430 ლარი სულ 28 000. ბოლოში რომ გავედით ცალი ხელით რომ შევიყვანე ავწიეთ და ისე გამოვიყვანე,”-აცხადებს პაციენტის მამა.

ნოდარ ახალბედაშვილის ექიმი თავად ლილი რატიანი იგივე ლილი ნიჟარაძე იყო, რომელსაც მშობლების თქმით, ნოდარი სამი თვე კლინიკაში დაბმული ჰყავდა.

ლილი ნიჟარაძეს პროკურატურამ თაღლითობისთვის ბრალი წაუყენა. სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ნოდარის მშობლები ამტკიცებენ, რომ ლილი რატიანი სასამართლომ დამნაშავედ რომც სცნოს, რეალური თაღლითი, ბრალდებულის შვილი, კლინიკის მფლობელი და დირექტორი, ირმა ნიჟარაძე დაუსჯელი დარჩება.

გივი ახალბედაშვილის თქმით, რეალური დამნაშავე პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობს და იმის იმედით, რომ ხანდაზმულ ადამიანს მკაცრად არ დასჯიან, ყველაფერი მხოლოდ მოხუცებულ მკურნალ ექიმს ბრალდება.

გარდა დამნაშავის დასჯისა, ოჯახი მკურნალობაში გადახდილი თანხის დაბრუნებასაც ითხოვს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ლილი რატიანი იგივე ნიჟარაძე, რომლის სახელობისაც არის კლინიკა არა ექიმი, არამედ ექიმბაშია. კლინიკა დღესაც ფუნქციონირებს იმ განსხვავებით, რომ დღეს კლინიკას პაციენტების პალატებში დატოვების უფლება აღარ აქვს. რამდენიმე წლის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ აქ დარღვევები აღმოაჩინა, კლინიკა დაჯარიმდა და სტაციონარის ნებართვა მფლობელმა თავად გააუქმა.

 

 

 

დღის ამბები