22 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
რუსეთი ჩაეჭიდა კვირიკაშვილის უპასუხისმგებლო, მავნებლურ განცხადებას - ოპოზიცია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს გიორგი კვირიკაშვილის მიმართვის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებას, მწვავე პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში.

ოპოზიცია ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებას, საქართველოსთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

„ქართული ოცნების“ ოპონენტები  აცახდებენ, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებაზე საუბარი, პარალელურად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში რუსეთის მხრიდან საკუთარი როლის არ აღიარება და პროცესიდან დისტანცირება - საქართველოს ხელისუფლების რბილი პოლიტიკის შედეგია.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის უკიდურესად დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო  ინტერესებისთვის. ამ განცხადებას საფუძველი შეუქმნა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადება, რომელითაც მან ფაქტობრივად მისცა შესაძლებლობა რუსეთს, რომ მან დისტანცირება გააკეთოს საკუთარი თავის, ოკუპაციის თემისგან,“-აცხადებს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიცია მიიჩნევს, განცხადების მაპორვოცირებელი და საფუძველი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის უპასუხისმგებლო განცხადება გახდა.

„რუსეთის ფედერაცია ახლა ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბრჭყალებში, ეთანხმება მას, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მიხედეთ ამ ორმხრივ მიმართულებას, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან. ჩაეჭიდნენ ამ უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებლურ განცხადებას,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს წევრი გიგა ბოკერია.

რუსეთთან დიალოგის მომხრეა „პატრიოტთა ალიანსი“. პარტიაში ამბობენ, რომ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად ყოფნა არ შეიძლება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთრ განცხადებაში წერს, რომ კმაყოფილია ქართველი პრემიერის ინიციატივებით. ტექსტში პირდაპირ წერია, რომ კონფლიქტი ქართულ-აფხაზური და ქართულ -ოსურია.

ლავროვის უწყება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს სამწუხარო ინციდენტს უწოდებს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კვირიკაშვილის მიერ ნახსენები სწრაფვა ჟენევის დისკუსიებზე პროგრესისკენ, მარტის ბოლოს დაგეგმილ რაუნდზე რუსეთს ქართული მხარის კონსტრუქციულობის იმედს უსახავს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები