21 დეკემბერი 2024,   19:03
ვრცლად
გახმაურებული საქმეების ცრუ მოწმე - სისხლის სამართლის საქმე სამოხელეო დანაშაულის შესახებ აღიძრა

გახმაურებული საქმეების ცრუ მოწმის გოდერძი ჯოლოხავას გამოკითხვის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე სამოხელეო დანაშაულის შესახებ აღიძრა.

ამის შემდეგ გამოძიებამ ჯოლოხავა უკვე მოწმის სტატუსით დაკითხა. ის თბილისის პროკურატურაში გამომძიებლების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა და მისი დაკითხვა დღესაც გაგრძელდება.

დაკითხვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯოლოხავა დაცვის პროგრამაში ჩასვეს.

სკანდალური სატელევიზიო აღიარების შემდეგ, მოწმემ ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მისცა ჩვენება. საუბარია 10 ეპიზოდზე. გოდერძი ჯოლოხავა ამბობს რომ ცრუ ჩვენებებს წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პოლიციის მაღალჩინოსნების მითითებით იძლეოდა.

„დაიწყეს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის კუთხით მასთან მიმართებაში ხორციელდებოდა ძალადობა სახელმწიფოს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ. მზად არის სრულად აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის და იმ ცრუ ჩვენებებისთვის, რაც გამოძიების ეტაპზე აქვს მიცემული,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები