22 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
დაგროვებითი პენსია - საპენსიო რეფორმას, ოპოზიციასთან ერთად, მმართველი გუნდის ნაწილიც ეწინააღმდეგება

საპენსიო რეფორმის განხორციელებას, ოპოზიციის გარდა, მმართველი გუნდის წევრებიც ეწინააღმდეგებიან.

ევროპულმა საქართველომ მთავრობას დაგროვებითი პენსიის გაანგარიშების ფორმულის წარდგენა მოსთხოვა. უმცირესობასა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შორის დებატები მას შემდეგ დაიწყო, რაც კანონპროექტის ავტორმა ოპოზიცია რიცხვებით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

უმცირესობა მთავრობისგან განმარტებას ითხოვდა, რატომ არის დაგროვებითი პენსია სავალდებულო და არა ნებაყოფლობითი.

დაგროვებითი პენსიის არსებულ რედაქციას ეწინააღმდეგება უმრავლესობის ნაწილი. დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე გუშინ მთავრობის ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტი ჩავარდა.

კომიტეტის წევრები პროექტში ჩართული მოქალაქეებისთვის გარანტიებისა და ინფლაციის რისკების გათვალიწინებას ითხოვენ. უმრავლესობის წევრების კიდევ ერთი მოთხოვნა კი რეფორმირების პროცესში ეროვნული ბანკის როლის გაძლიერებაა.

როგორ მოხდება საპენსიო ფონდის მართვა, რომელიც რეფორმის შემდეგ უნდა შეიქმნას, ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელიც სფეროს ექსპერტებს აქვთ.

მთავრობის გათვლებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის პროგრამა ქვეყანაში 2018 წლის სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. დარგობრივი კომიტეტსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ცვლილებზე კვირის ბოლომდე კონსულტაციები გაიმართება.

დღის ამბები