108
ახალი ამბები
კატეგორიები
ვიდეო
დოკუმენტალისტიკა
გადაცემები
პროგრამა
ჩვენ შესახებ
ENG
GEO
29 ნოემბერი 2026,
03:46
28 ნოემბერი
23:43
პრემიერი: გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას - ვიღაცებს ევროპულ ბიუროკრატიაში ისევ უნდათ რევოლუციური პროცესების გამეორება
23:37
პრემიერი: სამივე მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, იმედი გვაქვს, კვლავ მოახერხებს ევროპა და ევროკავშირი სწორ გზაზე დადგომას
23:34
პრემიერი: 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული
23:32
პრემიერი: ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან
23:29
ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწრო
22:51
პრემიერი: წამლის ფასებზე იქნა მიღებული კონკრეტული ზომები, რეფერენტული ფასებით მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები, რამაც მოგვცა საშუალება, ინფლაციური პროცესები წამლების ნაწილში დაგვესტაბილურებინა
22:50
პრემიერი: სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით, გვინდა ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე
22:47
ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ კონკრეტული სამთავრობო შემადგენლობის პირობებში და სამთავრობო ხელმძღვანელობის პირობებში გაჩნდა კორუფციის სისტემური პრობლემა და ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, ეს არ იყო 12 წელი
22:37
პრემიერი: სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
22:35
ირაკლი კობახიძე: აზერბაიჯანთან ძალიან მეგობრული მოლაპარაკებების საფუძველზე უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს მივაღწიეთ, რაც პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან და სწორედ ჩვენი მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების შედეგი იყო არაერთი შეთანხმება
22:34
პრემიერი: მთლიანობაში ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, ამით საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით
22:33
ირაკლი კობახიძე: საქართველოში 2020 წელს სიღარიბე იყო 21,3%, შარშანდელი მონაცემებით არის 7,1%, ეს ნიშნავს იმას, რომ 280 000 ადამიანი საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან
22:32
ირაკლი კობახიძე: 50%-ზე მაღალია ნდობა მთავრობის მიმართ, რაც დადასტურდა არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში ავიღეთ 1 120 000 ხმა, შემდეგ ამდენივე ხმა ავიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში
22:31
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებს განაცხადების წარდგენა 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე შეეძლებათ - სამინისტრო
22:25
ირაკლი კობახიძე: შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი
22:23
პრემიერი: როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში, თუმცა გახსოვთ სამარცხვინო განცხადებები პოლიციის წინააღმდეგ
22:16
პრემიერი: პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, წარმოადგინეთ ერთი ფაქტი და ნახავთ, იქნება თუ არა რეაგირება. ვერცერთი ფაქტი ვერავინ წარმოადგინა. რატომ? იმიტომ, რომ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ მართვის სისტემაში
22:04
პრემიერი: თვისებრივად შევცვალეთ სისტემა 2012 წლის შემდეგ და ნამდვილი გარდატეხა შევიტანეთ სასამართლო ხელისუფლებაში, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში
22:03
პრემიერი: ფაქტები დაიდო, USAID-ი რას აკეთებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში - როგორ ქმნიდა ქსელებს, მათ შორის ცესკოს გასაშავებლად, ადამიანური რესურსების შესაქმნელად, პირდაპირ იყვნენ ჩართული PVT-ის გაყალბებაში
22:02
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა სასამართლოსთან დაკავშირებით არის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების მიმართ
21:58
პრემიერი: კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა ფუნდამენტურად მოვახერხეთ ვითარების შეცვლა ადამიანის უფლებების მიმართულებით; მედიაპლურალიზმი საერთოდ არ არსებობდა - სპეცრაზმით შემოვარდნენ ტელეკომპანია "იმედში" და "რუსთავი 2" წაართვეს საკუთარ მფლობელს
21:56
პატიმრების პროექტი ბავშვებისთვის - მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში დამზადებული სათამაშოები სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ
27 ნოემბერი
23:44
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
23:17
შენობა რუსთაველზე - ისტორია, რომელიც საქართველოს წარსულსა და აწმყოს აერთიანებს
22:24
ლაგოდეხში პროექტის, "გმირის დღის" ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
22:10
შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ
22:04
კატარში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის პოპულარიზაციის ღონისძიება გაიმართა
21:54
არქეოლოგიური აღმოჩენა ბოლნისში - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა
21:50
ისტორიული გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საბერძნეთი ბოლო წუთებზე დაამარცხა
21:45
თამარ იოსელიანი ლონდონში გამართულ ინფრასტრუქტურის დაფინანსების ფორუმზე: ჩვენი საერთო მიზანია, "შუა დერეფანმა" ერთიანი, ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის სახით იფუნქციონიროს
21:41
ვინ მოიაზრება თვითნებურად დაკავებულ პირებში და ვის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი - უპასუხოდ დარჩენილი კითხვა სახელისუფლებო გუნდისთვის კიდევ ერთი არგუმენტია, ევროკავშირის ღირებულებით კრიზისზე ისაუბროს
21:40
პოლიციამ თერჯოლაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
21:34
პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
21:33
"ქართული ოცნების" განცხადებები ე.წ. მდიდარი ენჯეოების საქმიანობასთან დაკავშირებით USAID-ის ფაილებმა დაადასტურა - დოკუმენტებში აღწერილია, თუ როგორ ცდილობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას
21:25
უარგუმენტო შეზღუდვები და ოპოზიციის გაძლიერების მცდელობა - მინსკში გამართულ შეხვედრაზე რუსული მხარის პოზიციები "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია
21:18
მმართველი გუნდისთვის ბათუმში განვითარებული მოვლენები ოპოზიციის ლუსტრაციის მორიგი მაგალითი აღმოჩნდა - "ქართულ ოცნების" წევრების განცხადებით, მათი ოპონენტები ცდილობენ, ყველა თემა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგონ
21:14
თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო, სადაც სიმბოლური კაფსულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩადო
21:09
ირაკლი კობახიძე: USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა
21:08
შეურაცხმყოფელი შეძახილები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მუნიციპალური ინვენტარის განადგურება და დაპირისპირება - საქართველოს შს მინისტრმა ბათუმის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტა
21:02
პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა და მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
20:56
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, ჩვენ ველით, რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება
20:50
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა
20:44
ირაკლი კობახიძე: მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომლებიც უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში აშენდება
20:41
პრემიერი: ჩვენი ხელისუფლებისთვის სპორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ მრავალჯერადად არის გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები
ვრცლად
HQ Live და DVR 1
სატელიტი
ეკონომიკა
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
განათლება
თბილისი
რეგიონები
სამხედრო თემა
მსოფლიო
კულტურა
სპორტი
ინფრასტრუქტურა
გარემოს დაცვა
კონფლიქტები
მედია
საგზაო
ჯანდაცვა
ENG
GEO
ახალი ამბები
კატეგორიები
ვიდეო
დოკუმენტალისტიკა
გადაცემები
პროგრამა
ჩვენ შესახებ
არქივი
მაისი 2010
კვი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
ნაპოვნია 0 ჩანაწერი
✕
✕
✕