16 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
ოფიციალურად - რონალდომ მადრიდის რეალი დატოვა

კრიშტიანო რონალდომ მადრიდის რეალი დატოვა. ინფორმაცია სამეფო კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. მომავალი სეზონიდან პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინის იუვენტუსის ფორმით ითამაშებს.

ტრანსფერის სავარაუდო თანხად 120 მილიონი ევრო სახელდება და რონალდოს პირადი კონტრაქტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალში 2009 წელს, მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა. გუნდის რიგებში ჩატარებულ 438 შეხვედრაში 450 გოლის გატანა შეძლო და 16 ტიტულთან ერთად სამეფო კლუბის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც აქვს. რონალდომ სწორედ რეალის ფორმით 4 ოქროს ბურთი მოიპოვა.

დღის ამბები