ამერიკის ღია პირველობაზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი. ბასილაშვილმა არგენტინელი გუიდო პელა 4 სეტში 6:3, 6:4, 1:6, 7:6(4) დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში გავიდა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე კარენ ხაჩანოვსა და რაფაელ ნადალს შორის გამარჯვებული იქენება.