07 ივლისი 2024,   00:52
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრები სკოპიეშია - ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი შეხვედრისთვის ემზადება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სკოპიეშია და ერთა ლიგის მესამე ტურის ცენტრალური მატჩისთვის საგანგებო რეჟიმში ემზადება. ჩვენი გუნდი "С ლიგის" მეოთხე ჯგუფს 6-ი ქულით ლიდერობს. 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ მაკედონია, ასე რომ მომავალ შეხვედრას ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

ეროვნული ნაკრები მეტოქეს საბრძოლო შემადგენლობით დაუპირისპირდება, ამ დრომდე ეს გუნდებით ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ, ორჯერ ფრე დაფიქსირდა, ერთხელ კი გამარჯვება ბალკანელებმა მოიპოვეს. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩი 9 ივნისს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

დღის ამბები