ოკუპირებული აფხაზეთი, ყირიმი, ლუგანსკი, დონეცკი, მელიტოპოლი და ხერსონი საერთო საფეხბურთო ჩემპიონატის შექმნას აპირებენ - ინფორმაციას ამის შესახებ ვებ-გვერდი РБ Спорт ავრცელებს.
რუსული ვებ-გვერდის ინფორმაციით, ეს ინიციატივა "უეფას" გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ხსენებული ოკუპირებული რეგიონების საფეხბურთო კლუბები რუსეთის "პრემიერ ლიგაში" ვერ იასპარეზებენ. შესაბამისად მათ მოუწევთ ცალკე ჩემპიონატის შექმნა, თუმცა სტატიაში ვკითხულობთ რომ პირველ რიგში ამისთვის მშვიდობაა საჭირო.
РБ Спорт-ის ცნობით, საკითხის განხილვა რუსეთში 12 ივნისს იგეგმება.