იტალიელი მწვრთნელი და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯენარო გატუზო სათავეში ესპანურ "ვალენსიას" ჩაუდგება. კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა გატუზო უკვე ჩავიდა ვალენსიაში, სადაც მას მედია და კლუბის გულშემატკივრები დახვდნენ
ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "რინომ" კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმა.
ჯენარო გატუზო "ვალენსიას" მწვრთნელის რანგში ხოსე ბორდალასს ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, რომ "ვალენსიაში" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ირიცხება და გუნდის მთავარი კიპერია.