ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, რუსი ანდრეი რუბლევი 2 სეტში 7-6 , 6-4 დაამარცხა და ჰალეს 500 ქულიანი ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა.
რუბლევი ჰალეს ტურნირის გასული წლის ფინალისტი იყო. შემდეგ ტურში ბასილაშვილი ოსკარ ოტეს (გერმანია) ან მიომირ ქეცმანოვიჩს (სერბეთი) დაუპირისპირდება.