16 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
"არ გვეშინია," - დღეს საქართველოს ნაკრები ავსტრიას უმასპინძლებს

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელები დინამო არენაზე ავსტრიას დაუპირისპირდებიან და შესარჩევი ეტაპის გამარჯვებით დაწყებას შეეცდებიან.

საქართველოს ნაკრები შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება - ჯაბა კანკავა და ლევან მჭედლიძე ტრავმირებული არიან და ისინი ნაკრების შეკრებაზეც არ ყოფილან. უშუალოდ შეკრების პროცესში კი ოთარ მარცვალაძე და გიორგი აბურჯანია დაშავდნენ, ნაკრებს ვერც ეს ფეხბურთელები დაეხმარებიან.  გიორგი პაპუნაშვილმა კი მწვრთნელების გადაწყვეტილებით ეროვნულიდან ახალგაზრდულ ნაკრებში გადაინაცვლა.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას;

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, გიორგი მაკარიძე.

მცველები: უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი, ზურაბ ცისკარიძე, დავით ხოჭოლავა.

ნახევარმცველები: ჯაბა ჯიღაური, ნიკა კვეკვესკირი, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ალექსანდრე კობახიძე, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი.

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი, დავით სხირტლაძე, გიორგი ჭანტურია..

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები