საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა ჩაატარა. ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა დინამო არენაზე ავსტრიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ავსტრიელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და სტუმრებმა საქართველოს ნაკრებს შესვენებამდე 2 გოლი გაუტანეს. მეორე ტაიმში კი ქართველი ფეხბურთელები ცდილობდნენ აქტიურობას და სახიფათო მომენტების შექმნას. ვაკო ყაზაიშივლის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ძელმა მოიგერია.
მოედანზე სიტუაცია ჯანო ანანიძეს გოლის შემდეგ დაიძაბა. ანანიძემ შორი მანძილიდან შესანიშნავი დარტყმით გამოიჩინა თავი და ამის შემდეგ უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა, თუმცა ქართველებმა კიდევ ერთი შედეგიანი დარტყმის განხორციელება ვერ მოახერხეს და ეროვნულმა ნაკრები საშინაო მოედანზე დამარცხდა.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია