იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში რომამ სამპდორიას უმასპინძლა. ამ შეხვედრის შემდეგ ფრანჩესკო ტოტი კვლავ რომას გმირი იყო. ლეგენდარულმა კაპიტანმა ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო შემდეგ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დანიშნული პენალტის რეალიზება მოახერხა და მშობლიურ კლუბს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა - 3:2 რომას სასარგებლოდ.
ტოტის გატანილი გოლი იტალიის ჩემპიონატისთვის სარეკორდოც აღმოჩნდა. 39 წლის ფეხბურთელს სერია A-ს გათამაშების ზედიზედ 23 სეზონში აქვს გოლი გატანილი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ტოტიმ ბოლო 162 წუთში, რაც მოედანზე გაატარა კარში ზუსტად 7-ჯერ დაარტყა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. Eurosport-ის შეფასებით კი ტოტი კვლავ 17 წლის არის.
მიმდინარე სეზონის ბოლოს ფრანჩესკო კარიერას დაასრულებს, თუმცა კლუბში გააგრძელებს მუშაობას. ტოტის 27 სექტემბერს 40 წელი შეუსრულდება.
ვიდეო: Goalsarena.org