საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით "მოყვარულთა თასის" გათამაშება დაიწყო.
ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო გუნდი და 5 ათასზე მეტი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებულის ვინაობა 14 დეკემბერს გახდება ცნობილი. ფინალური შეხვედრა თბილისში გაიმართება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია