ვუელტას ველორბოლა მოვისტარის გუნდის წევრმა, კოლუმბიელმა ნაირო ქუინტანამ მოიგო.
მეორე ადგილი თიმ სკაის გუნდიდან დაიკავა ბრიტანელმა, კრის ფრუმმა, ხოლო მესამე პოზიცია კოლუმბიელ ესტებან ჩავესმა დაიკავა.
108 კილომეტრიანი დისტანცია ნაირო ქუინტანამ ყველაზე სწრაფად, 2 საათი, 48 წუთსა და 52 წამში დაფარა. რაც შეეხება დასკვნით ტურს, მადრიდში ფინიშის ხაზი პირველმა დანიელმა, მაგნუს კორტ ნილსენმა გადაკვეთა. მომდევნო ადგილები კი იტალიელმა დანიელე ბენატიმ და ბელგიელმა ჯანი მერსმანმა გაიყვეს.