ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში მადრიდის რეალმა ოსასუნას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა.
რონალდომ დაბრუნება გოლით აღნიშნა და გარეთ ბეილის გადაცემის შემდეგ ბურთი ცარიელ კარებში შეაგორა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანმა მეორე ტაიმში შეცვალა. რონალდო კი სათადარიგო სკამზე ერთობოდა და საკუთარი კუნთების დემონსტრირებას ახდენდა.
"ჩვენ ყველა ტიტულის მოგება გვინდა, მაგრამ განსაკუთრებით ლა ლიგის. მადრიდის რეალს 4 წელია ჩემპიონატი არ მოუგია და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მოვახერხებთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ რონალდომ.
რეალმა ოსასუნა 5:2 დაამარცხა და 3 ტურის შემდეგ 9 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.
წყარო: 101greatgoals.com