16 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ორი ქართველი მოჭიდავე -გიორგი შოთაძე და ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

თბილისში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

50 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი შოთაძემ რუსი ანზორ კარაგულოვი დაამარცხა. 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ლერი აბულაძემ დაძაბულ ბრძოლაში თურქ კერემ კამალს აჯობა. ორთაბრძოლა ფრედ 3-3 დასრულდა, თუმცა ბოლო ქულის უპირატესობით გამარჯვება ქართველ მოჭიდავეს მიანიჭეს.

ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულების ვინაობა 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდება. საკვალიფიკაციო ეტაპი დილის 10 საათიდან დაიწყება.

დღის ამბები