დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 8 მატჩით უნდა გახსნილიყო, თუმცა სიტი-გლადბახის შეხვედრა ძლიერი წვიმის გამო გადაიდო.
სათამაშო დღის ცენტრალური თამაში პარიზში გაიმართა, სადაც პსჟ-მ ლონდონის არსენალს უმასპინძლა. ფრანგები მატჩის პირველივე წუთზე დაწინაურდნენ, გოლის ავტორი ედისონ კავანი გახდა. მიუხედავად გატანილი გოლისა ურუგვაელი თავდამსხმელი შეხვედრის მთავარ იმედგაცრუებად უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც კავანიმ რამდენიმე რეალური მომენტის გამოყენება ვერ მოახერხა. 78-ე წუთზე კი ალექსის სანჩესმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი ფრე - 1:1 დააფიქსირა.
ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ბარსელონაში გაიმართა. ბლაუგრანამ სელტიკს უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 7:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი, ლუის სუარესმა კი დუბლი შეასრულა.
გთავაზობთ სხვა მატჩების შედეგებს;
ბაზელი 1:1 ლუგოდორეცი
ბენფიკა 1:1 ბეშიქთაში
დინამო კიევი 1:2 ნაპოლი
მიუნხენის ბაიერნი 5:0 როსტოვი
პსვ 0:1 ატლეტიკო