16 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
UEFA-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

UEFA-ს უახლოესი 4 წლის მანძილზე სლოვენიელი ალექსანდრე ჩეფერინი უხელმძღვანელებს.

ათენში დასრულებულ უეფას რიგით 12-ე რიგგარეშე კონგრესზე 48 წლის სლოვენიელმა იურისტმა ხმათა უმრავლესობით 42 13-ის წინააღმდეგ, ჰოლანდიელი მიხაელ ვან პრააგი დაამარცხა.

ალექსანდრე ჩეფერინი უეფას რიგით მეშვიდე პრეზიდენტია. ის 2011 წლიდან დღემდე სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ჩეფერინს მხარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც დაუჭირა.

 

დღის ამბები