16 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
"ანდრეს ინიესტას გოლი-შედევრი ინიესტას სტილში," - რეკორდების საღამო ბარსელონაში

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე სელტიკს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 7:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ბევრი გამორჩეული მომენტი იყო, თუმცა ცალკე აღნიშვნის თემა ანდრეს ინიესტას გატანილი გოლია, რომელიც სოციალურ ქსელში ასე დაასათაურეს - "ანდრეს ინიესტას გოლი-შედევრი ინიესტას სტილში,".

ლეონელ მესიმ კი ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. არგენტინელმა სელტიკთან 3 გოლის გატანა შეძლო და ტურნირზე 6 შესრულებული ჰეთ-თრიქით ახალი რეკორდი დაამყარა. მესიმ რონალდო ჩამოიტოვა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა კი გუშინდელ შეხვედრაში თავი 4 საგოლე გადაცემით და 1 გოლით გამოიჩინა.

 

წყარო: Eurosport

 

 

დღის ამბები