16 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
"რონალდოს გოლი, რომელიც მესის ჰეთ-თრიკზე უკეთესი იყო"

"რონალდოს გოლი, რომელიც მესის ჰეთ-თრიკზე უკეთესი იყო," - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა კრიშტიანო რონალდოს საჯარიმო დარტყმა ლისაბონის სპორტინგის კარში.

მადრიდის რეალმა სპორტინგს უმასპინძლა და გამარჯვება მატჩის ბოლო წუთებზე მოიპოვა. 88-ე წუთზე რონალდომ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თავისი ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. სამეფო კლუბს გამარჯვება ალვარო მორატამ მოუტანა, რომელმაც დამატებით დროში თავური დარტყმით შეძლო გატანა - 2:1 მადრიდის რეალის სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ რონალდო სპორტინგის აკადემიაში ირიცხებოდა, ის პირველი გუნდის შემადგენლობაში 2001-2003 წლებში ასპარეზობდა.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები