საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს განახლებულ რეიტინგში 137-ე ადგილზე იმყოფება. წინა თვესთან შედარებით ეროვნული გუნდი 19 საფეხურით ჩამოქვეითდა და ევროპის ქვეყნებს შორის მხოლოდ ლუქსემბურგს, მაკედონიას, მოლდოვას, კოსოვოს, მალტას, ლიხტენშტაინს, სან მარინოს, ანდორასა და გიბრალტარს უსწრებს.
რეიტინგს კვლავ არგენტინის ნაკრები ლიდერობს, ბელგია კი მეორე ადგილზე იმყოფება. გთვაზობთ პირველ ათეულს;
1. არგენტინა - 1646 ქულა.
2. ბელგია - 1369 ქულა.
3. გერმანია - 1347 ქულა.
4. კოლუმბია - 1323 ქულა.
5. ბრაზილია - 1323 ქულა.
6. ჩილე - 1284 ქულა.
7. პორტუგალია - 1228 ქულა.
8. საფრანგეთი - 1188 ქულა.
9. ურუგვაი - 1173 ქულა.
10. უელსი - 1161 ქულა.
წყარო: FIFA.com
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.