მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ლისაბონის სპორტინგთან ბოლო წუთებზე მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ბედნიერი ვარ, რომ გუნდი არ დანებდა და ბოლომდე იბრძოდა. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებს მონდომება დაუფასდათ. ეს მადრიდის რეალია და ჩვენ ვიცით, როგორ შევცვალოთ ყველაფერი ერთ წუთში," - განაცხადა ზიდანმა.
სამეფო კლუბი 0:1 მარცხდებოდა პორტუგალიურ კლუბთან, თუმცა 88-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ალვარო მორატამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
წყარო: Uefa.com