16 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
თორნიკე შენგელია FIBA-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი, თორნიკე შენგელია, FIBA-მ ევროპის 2017 წლის შესარჩევი ეტაპის გუშინდელი დღის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შენგელიამ 31 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც დაასახელეს.

საქართველოს ნაკრებმა კი მეტოქე დიდი ანგარიშით 96:68 დაამარცხა. ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს 17 სექტემბერს სტუმრად მონტენეგროსთან გამართავს.

დღის ამბები