გვიან ღამით მონტენეგროდან საქართველოში დაბრუნდა კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები. აეროპორტში ქართველ კალათბურთელებს გულშემატკივრებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს და გამარჯვება მიულოცეს.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად მონტენეგრო 90:84 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.