ესპანეთის ქალაქ მალაგაში საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს. ოქროს მედლების მოპოვების შემდეგ კი ნაკრების წევრმა, თორნიკე ნაგლიაშვილმა ქართული "დაისის" ფონზე ცეკვა შეასრულა.
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 5:0 მოუგო, შემდეგ მეოთხედფინალში ავსტრიელებს მხოლოდ ქულა დაუთმეს – 4:1. ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს.