16 ნოემბერი 2024,   08:00
ვრცლად
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის სუპერთასზე რეკორდი დაამყარა

თორნიკე შენგელიამ ესპანეთის სუპერთასზე ახალი რეკორდი დაამყარა. ლაბორალ კუჩას ქართველმა ფორვარდმა გრან კანარიასთან შეხვედრაში 6 ორქულიანის ჩაგდება მოახერხა და ამ შედეგით მადრიდის რეალის ვარსკვლავის, სერხიო ლულის რეკორდი გააუმჯობესა.

ლულის 5 ორქულიანი ჰქონდა ჩაგდებული, რაც საუკეთესო ესპანეთის სუპერთასზე საუკეთესო შედეგად ითვლებოდა.

შენგელიას შედეგიანი თამაშის მიუხედავად ლაბორან კუჩა მეტოქესტან 80:84 დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა. შენგელიამ კი მოედანზე 19:43 წუთი გაატარა და 16 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5 პერსონალური ჯარიმაც მიიღო და მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაასრულა. 

 

წყარო: gbf.ge

დღის ამბები